Thursday, June 3, 2010

განძის მცველები

ფუსტებს საღმრთისმეტყველო და სამხედრო-სარწმუნეობრივი ფუქნცია ქონდათ.ეს უკანასკნელი არის ისტორიულად ჩამოყალიბებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი რანგის ფუნქცია.საეკლესიო-სამონასტრო ობიექტების და მათი ქონების დაცვა და გადარჩენა მტრის ხელყოფისაგან,რაც შეეხება საღმრთისმეტყველოს,ფუსტი სვანურში არის ქრისტიანული უზენაესი დოგმატის სამების უმაღლესი,გონებისთვის მიუწვდომელი უფლის არსის-ამსახველი ტერმინი.იგი ყოფით ქრისტიანულ არსში განასახიერებს სამებობა-სულთმოფენობის არსს.

ქრისტეს წინარე ეპოქაში დასავლეთ საქართველოს მთიანეთში მცხოვრები ფუსტები იცავენ წარმართულ საკულტო ობიექტებს.როგორც გამოკვლევებმა აჩვენა,მეხუთე საუკუნიდან,მეფე ვახტანგ გორგასლის დროიდან,ისინი მთლიანად გადადიან ქრიასტიანულ მრწმასზე.თუმცა დ.კლიაშვილის მიერ მოკვლეული მონაცემებით,ფუსტელთა რაღაც ნაწილი მანამდეც,სავარაუდოდ ანდრია პირველწოდებულის დროიდან,იყვნენ ქრისტიანობის სამსახურში,რასაც ადასურებს იმით,რომ 325 წელს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დამსწრე კოლხი ეპისკოპოსი სტრატოფილე დღემდე მოღწეულ ლათინურ და სირიულ დოკუმტებეში მოიხსენიება ფუტიონელად.ძველი აღთქმაც ხშირად ახსენებს მათ (დაბადება 6,10;10,6;ნაუმი 3,9;ეზეკიელი 27,10;იერემია 46,9) საინტერესო ის არის,რომ ძველი აღთქმა ადასტურებს ფუ(ს)ტელთა და ლევიანელთა ფუნქციონალურ იდენტურობასაც (გამოსვლა 6,25). I-VII სს.ბერძნულ წყაროებში მოხსენიებული არიან დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ფუსტელები.მათთან არის დაკავშირებული წმ.ანდრია პირველწოდებულის და წმ.მაქსიმე აღმსარებლის,წმ.ანასტასი აპოკრისიადესის ისტორია (გეორგია,ტ.IV.გვ. 38,57; ტ. VI,გვ.43) მათ ვხვდებით ხეთურ და ძველეგვიპტურ წყაროებშიც.საერთოდ,ძველი აღთქმისა და ძველი მახლობელი აღმოსავლეთის დოკუმეტები კოლხებს ფუტიელების სახელით იხსენიებს.

ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლის, ისტრიკოსის მერი ჯანდიერის განმარტებით, საქართველოში ყველა კუთხეს ჰყავდა განძის მცველები, რომლებმაც განძის ადგილსანყოფელი იცოდნენ. მერი ჯანდიერმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულ მუზემში ფუსტების მიერ გადარჩენილი სვანური ხატებიც ინახება. ისტორიკოსის თქმით, სვანური კოშკები ფუსტების სამცხოვრებელი იყო. მისივე თქმით, ფუსტებს განძის დაცვის მიზნით, ომის გამოცხადების უფლებაც ქონდაც. მერი ჯანდიერმა აღნიშნა, რომ ფუსტებმა საქართველოს არაერთი განძი შემოუნახეს.

ფუსტად კურთხევის წინ რაინდს მთელი ღამე სამრეკლოში უნდა გაეთია,გამთენიისას თავისი იაღაღი საკურთხეველზე უნდა დაეწყო,ღმრთისთვის მიეძღვნა და მესის მოსმენის შემდეგ ზიარებულიყო.ზოგიერთ შემთხვევაში კურთხევის ძირითად ელემენტს-ხმლის წელზე შემორტყმას-რაინდი კი აღარ აღასრულებდა,არამედ ეპისკოპოსი.კურთხევის რიტუალში უდიდეს როლს თამაშობდა ფერის და საგნების სიმბოლიკა.რაინდს ტილოს ან აბრეშუმის თეთრ პერანგს აცმევდნენ-მისი უმწიკვლობის სიმბოლოდ,ზემოდან კი ალისფერ სიუროკს-ნიშანს სისხლისას,რომელიც ეკლესიის სახელით უნდა დაეღვარა.შოსი ყავისფერი ეცვა,რამეთუ კაცი მიწას უნდა დაბრუნებულიყო;ქამარი თეთრი ეკეთა,“წელის სიწმინდის“ დასტურად;ხმლის ტარი ჯვრით იყო დამშვენებული,ორლესული პირი კი-იმ სიმტკიცის და ერთგულების სიმბოლოდ ითვლებოდა,რომელიც რაინდს სუსტის ძლიერისგან დაცვისაგან და ღარიბის მდიდრისაგან დაცვისაგანდ უნდა გამოემჟღავნებინდა.

ფრანგული სიტყვა ტამპლიერი(მეტაძრე) იგივე სვანური ფუსტელი (მეუფლე) იდენტურ ფუნქციონალურ დატვირთვას ატარებდა. განსაკუთრებით უნდა ავღნიშნოთ,რომ იარაღის სიმბოლო,რომელიც კურთხევის ცერემონიალს აგვირგვინებდა,-ფუსტაკად(ფესტუცა) იწოდებოდა. აქ საგულისხმოა ერთი რამ,ტამპლიერის სატიტულე მახვილს ევროპაში ფუსტაკი ეწოდებოდა.



ფუ(ს)ტის საიდუმლო ორდენის შესახებ ცნობებს გვაწვდის XVII საუკუნის იტალიერლი მოგზაური დონ ქრისტოფორო დე კასტელიც.იგი წერს,რომ დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ მხარეს „მრავალი ეკლესიაა,რომელიც მდიდარია უმარავი წმინდა რელიკვიებით.იმ დროს,როცა ქრისტიანები ომს აწარმოებდნენ მაჰმადიანებთან,მთებში წამოიღეს რელიკვიები,რაღა არ გაენადგურებინათ ისინი“ (ბ.გიორგაძე,დონ კრისტოფორო დე კასტელი.ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ.თბ.1977წ.) საინტერესოა,რომ

ფუსტელთა საიდუმლო ორდენს კასტელი „იანის“,“იოანის“ უწოდებს.ამ სამხედრო-სარწმუნეობრივი ორდენის კუთვნილების დამახასიათებელი ეს ტიტული სვანურ გვარებს დღემდე ახასიათებს.კასტელი იმასაც გვამცნობს,რომ „მათი იარაღია შუბი,ხმალი,მშვილდ-ისარი და სხვა...მარჯვენა ხელში ხმალი უჭირავთ,მარცხენაში ვერცხლის ჯვარი“.

მამა ავთანდილ გიორგობიანის (ფუსტელთა სკოლა-მუზეუმის დამაარსებელი სოფელ ფუტიეთში) მონატრობით, "190წლის წინ, 1819-1820 წლების რუსეთის იმპერიის მიერ ქართული ეკლესიის კულტურულ-სულიერი ღირებულებების მოსპობის შესაჩერებლად,ქართული ეკლესია-მონასტრების გადასარჩენად, ფუსტელთა უძველესმა ქართულმა სამხედრო-საეკლესიო ორდენმა სიწმიდეთა უძველეს სახიზარ გზასავალზე, საეკლესიო აჯანყებით უპასუხეს. დღეს ჩვენ ამ მოვლენებს ე.წ. იმერეთის აჯანყების სახელით ვიცნობთ.განძით დატვირთული ფუსტელთა ორდენს დადევნებულმა რუსულმა პოლკებმა, ,,მიწისაგან პირისა აღგავეს” მშვიდობიანი მოსახლეობა, გადაწვეს სოფლები და ეკლესია-მონასტრები.1820წლის 30მაისს სოფ. ზემო საზანოში და იმავე წლის 3ივნისს სოფ. ფუტიეთში მოწყობილი განსაკუთრებული სისასტიკის სამხედრო მოქმედებებით.



სწორედ სოფ.ზემო საზანოდან იწყება და ზემო სვანეთში ბოლოვდება უძველესი საეკლესიო სიწმიდეთა და განძეულთა სახიზარი გზა, რომელმაც მრავალ საუკუნოვანი ფუნქცია ბოლოჯერ შეასრულა 1819-1820წლების საეკლესიო აჯანყების დროს. "

Wednesday, June 2, 2010

ამომრჩევლების კონტროლი აგიტატორის სახელით

‘’სამართლიანი არჩევნები’’ პირველი იყო, ვინც არჩევნების მეორე დღეს კენჭისყრის პროცედურა შეაფასა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ეკა სირაძის განცხადებით, 30 მაისს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები შედგა. მისივე განცხადებით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე სამართლიანმა არჩევნებმა 46 საჩივარი შეიტანა. შედარებით მწვავე შეფასება მისცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 30 მაისის არჩევნებს, თუმცა ორგანაზიიის თავმჯდომარის თამარ ხიდაშელის განცხადებთ, დარღვევები მაშტაბური არ იყო, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა რომ არჩვენები შედგა.
სხვა დარღვევებთან ერთად, ‘’საიამ’’ და ‘’სამართლიანმა არჩევნებმა’’ ყურადღება საარჩევნო უბნებზე პოლიტიკური სუბიექტების მიერ გამართულ აგიტაციაზე გაამახვილა. "არჩევნების დღის პირველ ნახევარში თბილისის და რამოდენიმე სხვა დიდი ქალაქის საარჩევნო უბნების გარეთ მმართველი პარტიის აქტივისტების ჯგუფები განლაგდნენ. ისინი აკვირდებოდნენ მიდიოდნენ თუ არა მმართველი პარტიის პოტენციური მხარდამჭერები უბანზე ხმის მისაცემად. მათ ნაციონალების მხარდამჭერთა წინასწარ შედგენილი სიები ეჭირათ და მოსულებს ნიშნავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც აქტივისტები პოტენციულ მხარდამჭერებთან დაკავშირებას ტელეფონით ცდილობდნენ და მათ არჩევნებში მონაწილეობას სთხოვდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ხალხის არჩევნებზე გამოყვანის მცდელობა იყო და მათი თქმით, ამაში უკანონო არაფერია", - განაცხადა სირაძემ. სამართლიანი არჩევნების განცხადებით, რთულია იმის თქმა, თუ როგორი გავლენა იქონია ამგვარმა კამპანიამ ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვაზე. აგიტაცია ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტად შეაფასა ‘’საიას’’ თავჯდომარემ თამარ ხიდაშელმა. მისი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველთა მიერ ნების გამოვლენაზე კონტოლს ახორციელბდა. ‘’ნაციონალური მოძრაობის წევრები აკონტროლებდენენ თუ ვინ ცხადდებოდა და ვინ არა უბანზე, რის გამოც მიჭირს, რომ ეს არჩევნები სრულად თავისუფალ გარემოში ჩატარებულად გამოვაცხადაო’’- ამბობს თამარ ხიდაშელი. მისევე განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან, ადგილი ქონდა ამომრჩევლებზე ფსიქოლგიურ ზეწოლას, რაც საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების კონტროლის ფაქტით გამოიხატა. თამარ ხიდაშელის განცხადებით, იმას რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრები აკეთებდნენ საარჩევნო უბნებზე, არა აგიტაცია არამედ ზეწოლა იყო. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს კანონი არეგულირებს. საარჩევნო კოდექსის 8 მუხლის თანახმად,ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის ზეწოლა აკრძალულია.
თამარ ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ 2009 წელს როდესაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შედიოდა,’’ საიამ’’ პარლიამენტს შესთავაზა, აღედგინა ძველი ნორმა, რომლის თანახმად საარჩევნო უბნიდან ასი მეტრის რადიუსზე აგიტაცია იკრძალებოდა.’’ჩვენ ორმოცდაათ მეტრიან რადიუსს ვთავაზობდით. ერთადერთი მოტივი რის გამოც პარლიამენტმა ცვლილებაზე უარი გვითხრა, ის იყო რომ გაძნელდებოდა ორმოცდაათი მეტრიანი რადიუსის დათვლა.’’- აცხადებს თამარ ხიდაშელი.’’ ახლაგაზრდა იურსიტთა ასოციცია რეკომენდაციას’’ აძლევს ხელისუფლებას, რომ აკრძალვა ისევ იქნას შემოღებული.
ცენტრალური სარჩევნო კომსიის პრეს სპიკერის ჯული გიორგაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებთან პოლიტკურის სუბიექტების აქტივისტების მეირ აგიტაციას კანონი არ კრძალავს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ აგიტაციაში კანონდარღვევა არაფერია და საარჩევნო უბნებთან საკუთარი ამომრჩევლების მობილიზებას ოპოზიციური პარტიებიც ახდენდნენ.
საიას’’ და ‘’სამართლიან არჩევნებს’’ მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ საარჩევნო უბნებთან აქტივისტები არა აგიტაციას, არამედ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდენ ამომრჩეველზე.